წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ „ჩერნომორეცი“ დამარცხდა #1TVSPORT
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ „ჩერნომორეცი“ დამარცხდა #1TVSPORT

ოდესის „ჩერნომორეცმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თურქულ შეკრებაზე 2022 წლის ზამთრის თასის მეორე მატჩი ჩაატარა – რომან გრიგორჩუკის გუნდის მეტოქე ხარკოვის „მეტალისტი“ იყო.

შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა, დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. მეტოქეებმა სუპერწარმატებული ფეხბურთი აჩვენეს – ხარკოველებმა მესამე გოლი მსაჯის მეირ დამატებულ დროში გაიტანეს და მარცხის თავიდან აცილება მოახერხეს, ძირითადი დრო 3:3 დასრულდა.

ძირითადი პენალტების სერია გუნდების ფეხბურთელებმა უნაკლოდ შეასრულეს, მათ შორის გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო. ამჯერად, ბექა ვაჩიბერაძეს არ უთამაშია.

მეექვსე დარტყმა „ჩერნომორეცის“ ბულგარელმა ფორვარდმა მარტინ პეტკოვმა ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა და საბოლოოდ, „მეტალისტმა“ პენალტების სერიაში 6:5 გაიმარჯვა.