წიტაიშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა, „გრანადამ“ ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა „გრანადაში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, „სარაგოსასთან“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
საქართველოს ნაკრების მოთამაშე „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 78 წუთი ითამაშა, გოლი გატანა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,5 ქულა დაიმსახურა.
პირველ ტაიმში „გრანადამ“ ერთი გოლი გაიტანა, 35-ე წუთზე კი ფეხბურთლი გაუძევეს და კაცნაკლული დარჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში წიტაიშვილმა ეფექტური გოლით უპირატესობა კიდევ გაზარდა. მასპინძლები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ალბერტო მარიმ 90+2 და 90+4-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ქართველის გუნდი მხოლოდ ქულას დასჯერდა.
„გრანადა“ 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-8 ადგილზეა და ლა ლიგის პლეი ოფის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი წიტაიშვილმა კი მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
23-ე ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“, რომელიც „მირანდესს“ საკუთარ მოედანზე 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე უმასპინძლებს.