წიტაიშვილმა „ელდენსეს“ გაუტანა - „გრანადამ“ გასვლაზე მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა და „გრანადას“ ლა ლიგა 2-ის გასვლით შეხვედრაში „ელდენსეს“ დიდი ანგარიშით დამარცხებაში დაეხმარა – 3:0.
საქართველოს ნაკრების მოთამაშე მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო, შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათიც მიიღო და ესპანურ გუნდში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.7 ქულა.
ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში „გრანადა“ სტოიჩკოვმა პირველი ტაიმის ბოლოს (42) ეფექტური დარტყმით დააწინაურა. წიტაიშვილმა თავი 62-ე წუთზე გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი მიგელ ბრაუმ (90) დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ „გრანადამ“ 40 ქულა დააგროვა, მე-8 პოზიციაზეა და ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის ზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი 21 შეხვედრაში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.