წიტაიშვილმა „დეპორტივოს“ გაუტანა - „გრანადა“ ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფს უახლოვდება #1TVSPORT
წიტაიშვილმა „დეპორტივოს“ გაუტანა - „გრანადა“ ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფს უახლოვდება #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „დეპორტივოს“ გაუტანა და „გრანადას“ გასვლითი მატჩის მოგებაში (3:2) დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება (7.5 ქულა) მიიღო. ანგარიში მე-9 წუთზე რებასმა გახსნა, ხოლო ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „გრანადა“ 62 ქულით მე-6 ადგილზეა, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.