წიტაიშვილისა და კვეკვესკირის „ლეხმა“ ისრაელში ფრედ ითამაშა #1TVSPORT
წიტაიშვილისა და კვეკვესკირის „ლეხმა“ ისრაელში ფრედ ითამაშა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის C ჯგუფში პოზნანისლეხმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, მეოთხე ტურის მატჩი „ბეერ-შევასთან“ ჩაატარა და ქულა მოიპოვა 1:1.

ისრაელში გამართულ შეხვედრაში პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო (57 წუთი ითამაშა), ნიკა კვეკვესკირი კი მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე გამოჩნდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-9 წუთზე პენალტით გახსნეს – საჯარიმო ტომერ ჰემედმა გამოიყენა. მაგრამ ფილიპ შიმჩაკმა 44-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩი ასეც დასრულდა – 1:1.

პოზნანისლეხი“ 5 ქულით კონფერენს ლიგის C ჯგუფში მეორე ადგილზეა. პოლონეთის ჩემპიონი შემდეგ ტურში „აუსტრიას“ შეხვდება. მატჩი ვენაში 27 ოქტომბერს გაიმართება.