წიტაიშვილისა და კვეკვესკირის „ლეხი“ ვენაში „აუსტრიას“ დაუზავდა #1TVSPORT
წიტაიშვილისა და კვეკვესკირის „ლეხი“ ვენაში „აუსტრიას“ დაუზავდა #1TVSPORT

პოზნანისლეხმაკონფერენს ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა ავსტრიაში ვენის „აუსტრიასთან“ 1:1 დაასრულა და ტურნირის პლეი ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ორივე ქართელი ფეხბურთელი მოედანზე იყო – ნიკა კვეკვესკირმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ქულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა და 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. პოლონეთის ჩემპიონი ავსტრიელებთან დაპირისპირებაში 48-ე წუთზე დაწინაურდა. ყველაფერი კი საჯარიმოს სიახლოვიდან კვეკვესკირის დარტყმით დაიწყო, ბურთი მეკარემ მოიგერია და ფილიპ შიმჩაკს მიუგორდა, მისი გადაცემით კი მიხალ იშჩაკმალეხი“ წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს – „ლეხის“ კარი 70-ე წუთზე კან კელესმა აიღო. გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

კონფერენს ლიგის მე-5 ტურის შემდეგ პოზნანისლეხმა“ 6 ქულა დააგროვა და ტურნირის პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს. თუმცა, ბოლო ტურში 4 ნოემბერს სახლში ჯგუფის ლიდერს, „ვილეარეალს“ (13 ქულა) მასპინძლობს, როდესაც პოლონელების კონკურენტი ბერ-შევასჰაპოელი“ ვენის „ავსტრიას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.