წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი პოლონეთში - გვილიასა და კვეკვესკირის გუნდებმა საჩემპიონო ქულები დაკარგეს #1TVSPORT
წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი პოლონეთში - გვილიასა და კვეკვესკირის გუნდებმა საჩემპიონო ქულები დაკარგეს #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში 28-ე ტურის შეხვედრა გაიმართა – გიორგი წიტაიშვილმა თავის ახალ გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა და დებიუტი წარმატებული თამაშით აღნიშნა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა, რომელიც ომის გამო ოდესის „ჩერნომორეციდან“ კრაკოვის „ვისლაში“ გადავიდა, ზაბჟესგურნიკთან“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი მე-60 წუთზე გამოჩნდა და 7 წუთში საგიოლე გადაცემა შეასრულა. „ვისლამ” 4:1 გაიმარჯვა.

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ 71 წუთი ითამაშა პოზანისვარტასთან“, შეხვედრა მისმა გუნდმა გასვლაზე 0:1 წააგო. კრაკოველებს 82-ე წუთზე გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ რივალდილინიომ პენალტით ვერ ისარგებლა.

საჩემპიონო ქულები დაკარგეს ვაკო გვილიას და ნიკა კვეკვესკირის გუნდებმა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან. „რაკუვმა“ შინ ვროცლავისშლიონსკთან“ ქულები გაიყო – 1:1. ვაკო გვილია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვალეს. მისი თანაგუნდელი ლუკა გაგნიძე განაცხადში იყო, მაგრამ სათადარგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

ლიდერმა პოზნანისლეხმა“ საკუთარ არენაზე პოლონურ გრანდს, ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა, რომელიც წლევანდელ სეზონში ცუდად ასპარეზობს და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა სათადარიგოებში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.

28 ტურის შემდეგ „ლეხმა“ და „რაკუვმა“ 56-56 ქულა დააგროვეს და „პოგონთან“ ერთად ლიდერები არიან, „კრაკოვია“ (35) მე-10 პოზიციაზეა, ხოლო „ვისლა“ (28) 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე თავიდან არ აუცილებია.

დატოვე კომენტარი