წიტაიშვილის „გრანადას“ მარცხი – გიორბელიძის „ერზურუმმა“ ქულები დაკარგა #1TVSPORT
წიტაიშვილის „გრანადას“ მარცხი – გიორბელიძის „ერზურუმმა“ ქულები დაკარგა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მტკივნეული მარცხი იწვნია გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“, რომელიც „კორდობას“ ესტუმრა – 0:5. საქართველოს ნაკრების მოთამაშე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

თურქეთის პირველ ლიგაში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს გურამ გიორბელიძეს, რომლის „ერზურუმსპორი“ სუპერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის, თუმცა გასვლაზე „ბოლუსპორთან“ ქულები დაკარგა – 0:0. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ასევე შეუცვლელად ითამაშა ზურაბ თევზაძემ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში „ჟენისის“ შემადგენლობაში. მისმა გუნდმა „კაისართან“ შეხვედრა 0:0 დაასრულა. „ასტანასთან“ გასვლით მატჩში „კაირატმა“ ქულა მოიპოვა – 1:1. სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო გიორგი ზარია, ხოლო ლუკა გადრანი მკურნალობას ასრულებს.