გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთი ლა ლიგა 2-ში „ბურგოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, თითქმის ბოლომდე ითამაშა (89-ე წუთზე შეცვალეს), ყვითელი ბარათი მიიღო (44-ე წუთზე) და საბოლოოდ, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.1 ქულა მიიღო.
22-ე ტურის შეხვედრაში „გრანადას“ მოგება სჭირდებოდა, რაც მეოთხე ადგილზე დაწინაურების შანსს მისცემდა, მაგრამ „ბურგოსს“ ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამართული 22 ტურის შემდეგ „გრანადამ“ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ლა ლიგაში გადასვლის ზონას მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება.