წიტაიშვილის „გრანადამ“ ლიდერი დაამარცხა, „უოტფორდის“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს“ ინგლისის ჩემპიონშიფში „კარდიფთან“ მატჩი მეოტეოროლოგიური პირობებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა შინ „რასინგის“ წინააღმდეგ და ლიდერი დამაჯერებლად დაამარცხა 3:0. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა.
ქართველის გუნდი 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-6 ადგილზეა და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.