წიტაიშვილის „გრანადამ“ „კარტახენას“ მოუგო და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის #1TVSPORT
წიტაიშვილის „გრანადამ“ „კარტახენას“ მოუგო და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში სტუმრად „კარტახენა“ 3:2 დაამარცხა და ლა ლიგაში დასაწინაურებლად მორიგი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედება (გოლი, საგოლე გადაცემა) არ ჩაუწერაია, საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.1 ქულა მიიღო.

თამაში „კარტახენამ“ ძალიან კარგად დაიწყო და მე-11 წუთზე დაწინაურდა, „კარტახენას“ მეორე ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ ალეხანდრო მილანმა პენალტი ვერ გამოიყენა. „გრანადა“ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, სამი გოლი გაიტანა და მასპინძელთა წინააღმდეგობა გატეხა.

36 ტურის შემდეგ „გრანადა“ 58 ქულით მე-6 ადგილზეა, ანუ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაშია და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მთავარ ესპანურ ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.