წიტაიშვილის „გრანადა“ ესპანეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT
წიტაიშვილის „გრანადა“ ესპანეთის თასიდან გავარდა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთის თასზე ლა ლიგის „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კოპა დელ რეის 1/16-ფინალურ შეხვედრაში „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი კი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ძირითდ დროში ვერ გამოვლინდა.

საჭირო გახდა დამატებითი ტაიმების დანიშვნა, სადაც „ხეტაფე“ 94-ე წუთზე ბორხა მაიორალმა დააწინაურა. დიდი მცდელობის მიუხედავად, „გრანადამ“ ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და თასიდან გავარდა.

ესპანეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩს მამარდაშვილის „ვალენსია“ 7 იანვარს „ელდენსესთან“ თბილისის დროით 23:55 საათზე სტუმრად გამართავს, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.