წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო – „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.
კამელოს გოლით დაწინაურებული „რაიო ვალეკანოს“ ქომაგთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა – „ბარსელონა“ პირველ ტაიმში რაფინიასა (19) და ლამინ იამალის (31) მიერ გატანილი ბურთებით დაწინაურდა.
მეორე ნახევარში, ლეჟონეს ავტოგოლის შემდეგ კატალონიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. „რაიო ვალეკანომ“ გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს (რაფინია, იამალი) და საბოლოოდ „ბარსელონამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
სტუმართა შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილს არ უთამაშია, იგი სათადარიგოთა შორის იყო და ლა ლიგაში მისი დებიუტი ჯერჯერობით არ შედგა.
ასევე სათადარიგო იყო „ხეტაფეს“ შემადგენლობაში საბა საზონოვი, რომლის გუნდიც „ოსასუნასთან“ გასვლით მატჩში 0:1 დამარცხდა.