წიტაიშვილი უკრაინის სიმბოლურშია
წიტაიშვილი უკრაინის სიმბოლურშია

უკრაინულმა გამოცემა „ფოოტბალ.უა“-მ (football.ua) უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსიც გიორგი წიტაიშვილი მოხვდა.

18 წლის ქართველმა კიევის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი დონეცკის „შახტართან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ის გამოცემამ მაინც გამოარჩია, რადგან კიეველებიდან ერთადერთი გოლი მის საგოლე გადაცემას მოჰყვა. ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მარჯვენა შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში დაასახელეს.

„კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა გიორგი ციტაიშვილმა სრულად დაადასტურა თავისი ამბიციები, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყოს. „შახტართან“ გიორგის კაშკაშა თამაშის შემდეგ კიეველთა მთავარ იმედი, ვიქტორ ციგანკოვი უნდა ანერვიულდეს. ძლიერი მეტოქის ფონზე, წიტაიშვილმა თავისი საუკეთესო თვისებების ჩვენება შეძლო – ტექნიკა, დრიბლინგი, ერთი-ერთზე თამაში. ასევე, რაც ყველაზე გასაკვირია, წიტაიშვილი დაცვაში იხევდა და დონეცკელთა შეტევებისას მცველებს ეხმარებოდა. წიტაიშვილმა მშვენიერი გადაცემა გააკეთა, როდესაც ვიტალი ბუიალსკის ანგარიშის გახსნაში დაეხმარა,“ – წერს „ფოოტბალ.უა“.