წიტაიშვილი - „შახტარი“ თავისიანებს „კლავს“ და მივხვდი იქ რაც მელოდა
წიტაიშვილი - „შახტარი“ თავისიანებს „კლავს“ და მივხვდი იქ რაც მელოდა

კიევის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ღიად ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გადავიდა 2019 წელს დონეცკის „შახტარში“.

18 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ მას დონეცკელებისგან შეთავაზებები ჰქონდა, მაგრამ ეს ვარიანტი არასოდეს იზიდავდა და კონკურენტ გუნდში გადასვლაზე არც უფიქრია.

„დონეცკის „შახტარის“ მხრიდან შემოთავაზებები იყო, მაგრამ ტრანსფერზე არავისთან მისაუბრია. მე ვარ „დინამოს“ გაზრდილი და ვფიქრობ, რომ „შახტარში“ არც არავინ წავა, რადგან ყველამ იცის, იქ საკუთარი გაზრდილებისადმი როგორი დამოკიდებულება გააჩნიათ, განსაკუთრებით ახლა. მშობლები შვილებს დონეცკის კლუბში უშვებენ, ისინი კი მათ თავიდანვე „კლავენ“. მიმაჩნია, რომ დონეცკში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი საერთოდ არ ეძლევათ“, – ამბობს წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდთან.

მიმდინარე სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა „თეთრ-ლურჯთა“ პირველ გუნდში რვა მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასი ჩაიწერა.