წიტაიშვილი სეზონისთვის მზადებას კიევის „დინამოში“ დაიწყებს #1TVSPORT
წიტაიშვილი სეზონისთვის მზადებას კიევის „დინამოში“ დაიწყებს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი ახალი სეზონისთის კიევის „დინამოსთან“ ერთად მოემზადება – საქართველოს ნაკრების წევრის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ კიევის „დინამო“ შვეიცარიაში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. გამოქვეყნდა მოთამაშეების სია და 21 წლის წიტაიშვილი მათ შორის დასახელდა. „დინამო“ ორ დღეს ბუქარესტში გაატარებს, საიდანაც შვეიცარიაში გაემგზავრება.

მოსამზადებელ პერიოდში დინამოელებს არაერთი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი, რომელთა პირველი მეტოქეები უკვე ცნობილია, ყველა მათგანი შვეიცარიის წარმომადგენელია.

26 ივნისს მირჩა ლუჩესკუს გუნდი შვეიცარიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (ჩელენჯ ლიგა) „ივერდონს“ შეხვდება, 29 ივნისს – „ლოზანას“, რომელიც გასულ სეზონში შვეიცარიის სუპერლიგიდან დაქვეითდა.

გიორგი წიტაიშვილმა ჯერ არ იცის, ამ შეკრების შემდეგ დარჩება თუ არა გუნდში. მისი თქმით, ახლა გუნდის მეპატრონეებს, ძმები სურკისების გადაწყვეტილებას ელის.