წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს - გიორგიმ ეს გადაწყვეტილება ბაბუის გამო მიიღო
წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს - გიორგიმ ეს გადაწყვეტილება ბაბუის გამო მიიღო

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის „დინამოს“ გარემარბმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ახლა პოლტავასვორსკლაში“ იჯარით თამაშობს, გადაწყვიტა საერთაშორისო დონეზე საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.

„გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა მომავალში საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ეს არის გიორგი წიტაიშვილის პოზიცია. მაგრამ ვითარება საკმაოდ რთულია და ოჯახს უკავშირდება“, – წერს ჟურნალისტი.

ციგანიკის მტკიცებით, გიორგის აზრი საქართველოში ჩამოსვლისას შეაცვლევინეს.

„ფაქტია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ გიორგის ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც წიტაიშვილი საქართველოში პანაშვიდზე ჩავიდა, ახლობლებმა უთხრეს, რომ ბაბუას სურვილი ჰქონდა, გიორგის საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და ახლა წიტაიშვილი აპირებს, რომ ამ ნაკრების ღირსება დაიცვას. რამდენადაც მესმის, მოლაპარაკებები კიდევ იქნება, მაგრამ ამ დროისთვის ასეთი ინფორმაციაა”.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგიმ სამხრეთ კორეასთან ფინალურ მატჩში გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.