წიტაიშვილი ორ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
წიტაიშვილი ორ სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ვერსიით მოხვდა – რჩეული თერთმეტეული საერთაშორისო პორტალმა „სოფასქორმა“ და ექსტრაკლასას (ჩემპიონატის) ოფიციალურმა გვერდმა დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აგვისტოს შემდეგ პირველად მიიღო პოზნანისლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის უფლება და ეს შანსი გამოიყენა. გიორგიმ რადომისრადომიაკს“ მე-12 წუთზე ეფექტური გოლი გაუტანა. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და ქართველმა შემტევმა გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო გვერდმა „რადომიაკთან“ ქართველი ფეხბურთელის თამაში 10-ქულიან სისტემაში 8,0 ქულით შეაფასა და 3-4-3 სათამაშო სქემით შედგენილ სიმბოლურ გუნდში მარჯვენა ნახევარმცველად დააყენა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე პოლონეთის ჩემპიონმა ზაფხულში კიევის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, წიტაიშვილს მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია და პოზნანისლეხის“ ძირითად შემადგენლობაში არმოხვედრა ნაწილობრივ ამითაც აიხსნება.

ლეხმა“ 12 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, მაგრამ ერთი მატჩი მარაგში აქვს და მისი მოგებით სამეულში დაწინაურება შეუძლია. წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა (4 ძირითადში) და ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.