წიტაიშვილი „ოქროს ბიჭის“ ნომინანტებს გამოეთიშა
წიტაიშვილი „ოქროს ბიჭის“ ნომინანტებს გამოეთიშა

გიორგი წიტაიშვილი „ოქროს ბიჭის“ ნომინანტთა სიაში აღარ არის – ეს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტის“ გამოქვეყნებული მონაცემებიდან გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჯილდო გადაეცემა 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს. გამოკითხვას „ტუტოსპორტი“ ატარებს. იტალიურმა გამოცემამ ჯერ 100 ნომინანტის სია გამოაქვეყნა, რომელთა სიაც 80-მდე, შემდეგ კი 60-მდე და 40-მდე შეამცირა. ახლა ფინალში მოხვედრილი 20 მოთამაშის გვარი გაირკვა, სადაც უკრაინული კლუბის ქართული წარმომავლობის თავდამსხმელი აღარაა. არადა, ერთი ხანობა ლიდერთა სამეულში იყო.

კიევის „დინამოს“ ფორვარდი წიტაიშვილი უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ფინალური ოცეული ასე გამოიყურება:

მიტჩელ ბაკერი (პსჟ)

ედუარდო კამავინგა (რენი)

ჯონათან დავიდი (ლილი)

ალფონსო დევისი (მიუნხენის ბაიერნი)

სერჟინო დესტი (ბარსელონა)

ფაბიუ სილვა (ვულვერჰემპტონი)

ანსუ ფატი (ბარსელონა)

ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)

რაიან გრავენბერჰი (აიაქსი)

მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია)

კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)

დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი)

როდრიგო (მადრიდის რეალი)

ბაკაიო საკა (არსენალი)

ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია)

დომინიკ სობოსლაი (ზალცბურგი)

სანდრო ტონალი (მილანი)

ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი)

ვინიციუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი)

ლიდერობენ: ალფონსო დევისი, ანსუ ფატი, ერლინ ჰოლანდი, დეიან კულუშევსკი, დომინიკ სობოსლაი და ვინიციუს ჟუნიორი. ამ დროისთვის ყველა მათგანმა ხმების 8 პროცენტი დააგროვა.

კენჭისყრის შედეგები 14 დეკემბერს გამოცხადდება. აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვაში ჟუან ფელიშემ გაიმარჯვა. გასულ ზაფხულს, ფელიში „ბენფიკადან“ 126 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა.