წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ დაბრუნდა - მას გუნდში ადგილის მოპოვების შანსი მიეცემა #1TVSPORT
წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ დაბრუნდა - მას გუნდში ადგილის მოპოვების შანსი მიეცემა #1TVSPORT

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა FootballHub-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრების და კიევის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, წიტაიშვილს „ვორსკლაში“ ვეღარ ვნახავთ. მისი იჯარა დასრულდა და ის „დინამოში“ დაბრუნდა, სადაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. მას „ინგულეცთან“ მატჩის შემდეგ ვესაუბრე, გიორგი ახლა კარგ ფორმაშია და სახიდან ღიმილი არასდროს შორდება – ანუ მის თავს ყველაფერი კარგადაა. ზაფხულში მას „დინამოში“ შანსი მიეცემა. ლუჩესკუ ძალიან კარგად ექცეოდა, როდესაც გუნდის ჩაიბარა. რუმინელს წიტაიშვილის სჯეროდა და, ვფიქრობ, კვლავ ეიმედება. მას საშუალება მიეცა, იჯარის დროს თავი გამოევლინა. „ვორსკლაში“ ცუდად არ უთამაშია, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო“, – ამბობს იგორ ციგანიკი.

კიევის „დინამომ“ ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოაცხადა, რომ მოთამაშეთა მთელი ჯგუფი იჯარიდან დაიბრუნა, რომლებიც სეზონის წინა მოსამზადებელ შეკრებაზე გუნდში ადგილის დამკვიდრების შანსს მიიღებენ.

ამ სიაში წიტაიშვილიც არის. პირველი საზაფხულო შეკრების შემდეგ, კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გადაწყვეტს, ვის დატოვებს და ვის გაუშვებს.