წიტაიშვილი, ჰალანდი და სანჩო - Golden Boy 2020-ის კანდიდატი ქართველია
წარმოშობით ქართველი თავდამსხმელი, 18 წლის გიორგი წიტაიშვილი 2020 წელს Golden Boy 2020-ის კანდიდატია.
ეს ტრადიციული პრიზია, რომელიც ევროპის ყველაზე ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა, კანდიდატების სია კი პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ „ტუტოსპორტმა“ შეადგინა.
საინტერესოა, რომ ჯილდოს მსურველთა შორის უკრაინული პრემიერლიგიდან ორი ფეხბურთელია, სიაში რუსეთის ლიგის წარმომადგენლები კი არ არიან.
Golden Boy- ს რეგლამენტის თანახმად, ჯილდო 21 წელზე უმცროსი ასაკის მოთამაშეს გადაეცემა. ოქტომბერში 100 მოთამაშის სია იყო, რომელიც ახლა 200-მდე შემცირდა.
სიაში შედიან ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ალფონსო დევისი (ბაიერნი), ანსუ ფატი (ბარსელონა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი) ), როდრიგო (მადრიდის რეალი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია), რაიან სესენიონი (ტოტენჰემი), ფერან ტორესი (ვალენსია), ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი), ტეტე (შახტარი) და გიორგი წიტაიშვილი (დინამო კიევი).