წიტაიშვილი ძირითადში, კვეკვესკირი დაცვაში - „რაკუვმა“ პოლონეთის სუპერთასი გვილიას გარეშე მოიპოვა #1TVSPORT
წიტაიშვილი ძირითადში, კვეკვესკირი დაცვაში - „რაკუვმა“ პოლონეთის სუპერთასი გვილიას გარეშე მოიპოვა #1TVSPORT

ვაკო გვილიასრაკუვი“ პოლონეთის სუპერთასის მფლობელია. ჩენსტოხოვას გუნდი მოქმედ ჩემპიონს, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანისლეხს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

რაკუვმა“ მაისში პოლონეთის თასის ფინალშიც „ლეხს“ სძლია (3:1) და მოქმედ ჩემპიონს შანსი არც ამჯერად დაუტოვა – ანგარიში 43-ე წუთზე ბოგდან რაკოვიცანმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე მატეუშ ვდოვიაკმა დააფიქსირა – 2:0 „რაკუვის“ სასარგებლოდ.

ლეხის“ მწვრთნელმა საინტერესო და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა კვეკვესკირი ცენტრალურ მცველად დააყენა, სადაც გამოცდილ ნახევარმცველს 2011 წელს „დინამო თბილისში“ ესპანელი მწვრთნელი ალექს გარსია ათამაშებდა. მან შეუცვლელად ითამაშა.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, მან „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი განაცხადში გვიან შეყვანის გამო გამოტოვა, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 4-2-3-1 სათამაშო სქემაში მარცხენა ფლანგის შემტევი იყო, ყვითელი ბარათი აჩვენეს და 74-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის სუპერთასის გამარჯვებული „რაკუვის“ შემადგენლობაში ვაკო გვილიას არ უთამაშია და განაცხადშიც არ იყო. რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.