წიტაიშვილი 3 მილიონად არ გაყიდეს - კიევის „დინამომ“ ამერიკელები უარით გაისტუმრა #1TVSPORT
წიტაიშვილი 3 მილიონად არ გაყიდეს - კიევის „დინამომ“ ამერიკელები უარით გაისტუმრა #1TVSPORT

ოდესის „ჩერნომორეცის“ ქართველ ლეგიონერს, გიორგი წიტაიშვილს ამერიკის ჩემპიონატში თამაში შესთავაზეს. ამის შესახებ კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა.

მისი თქმით, კიეველთა ქართველ შემტევ ნახევარმცველს, გიორგი წიტაიშვილს ამერიკის მეიჯორ ლიგის კლუბიში იწვევდნენ. თუმცა, „დინამოს“ პრეზიდენტმა კლუბი არ დააკონკრეტა.

„ამერიკის მეიჯორ ლიგის კლუბიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა წიტაიშვილზე. 3 მილიონ დოლარამდე შემოგვთავაზეს, მაგრამ დავარწმუნე, რომ დარჩენილიყო, უკრაინის ჩემპიონატში განვითარებულიყო და „დინამოს“ მწვრთნელების მხედველობის არეში დარჩენილიყო“, – განაცხადა სურკისმა TaToTake პოდკასტზე.

მიმდინარე სეზონში წიტაიშვილი იჯარით „ჩერნომორეცში“ თამაშობს. მან ოდესური კლუბის ფორმით 14 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მირჩა ლუჩესკუს კი კიევის „დინამოში“ მისი დაბრუნება ჯერ არ სურს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის „დინამომ“ წიტაიშვილის ბრატისლავის „სლოვანში“ გაყიდვაზე თქვა უარი. არაოფიციალური ცნობებით, ვლადიმერ ვაისის სლოვაკური კლუბი მზად იყო, ქართველ შემტევში 2 მილიონი ევრო გადაეხადა.