წიტაიშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
წიტაიშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

გიორგი წიტაიშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა xsport.ua ავრცელებს.

ფინალში უკრაინამ სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხა და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. გამარჯვებულებიდან ბოლო გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ფინალში საუკეთესო მოთამაშედ ქართველი რომ დაასახელეს, ეს მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი.

xsport.ua-ს ინფორმაციით, სტატისტიკური პროგრამა InStat-ის მონაცემებით, წიტაიშვილმა ფინალში 296 ქულა დააგროვა. ეს უკეთესი მაჩვენებელი აღმოჩნდა, ვიდრე სამხრეთკორეელ კიმსა (294 ქულა) და უკრაინელ თავდამსხმელ ვლადისლავ სუპრიაგას (292 ქულა) ჰქონდათ, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა.

გიორგი წიტაიშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა.