წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას
წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად ამერიკელებმა ერთდროულად 15 შტატში მიიღეს მონაწილეობა პრაიმერიზში.

ხმის მიცემის პროცესი უკვე ყველა შტატში დასრულებულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, თუმცა მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 15-ვე შტატში ჩატარებულ დემოკრატების პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას.

რაც შეეხება ვერმონტის შტატს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, დიდი ალბათობით, გამარჯვებას დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი მოიპოვებს. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა.