წინასასეზონო ტესტების პირველი დღე ლუის ჰემილტონმა მოიგო | ფორმულა 1
წინასასეზონო ტესტების პირველი დღე ლუის ჰემილტონმა მოიგო | ფორმულა 1
ფორმულა 1-ში ოფიციალურად დაიწყო ახალი სეზონი – ბარსელონას ტრასაზე ტესტების პირველი სესია დაიწყო.
საუკეთესო დრო აჩვენა მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა – მან წრე წუთსა და 16.976 წამში დაფარა – ეს ერთი წამით უკეთესი დროა შარშანდელი ტესტების პირველი დღის საუკეთესო შედეგზე, რომელიც სებასტიან ფეტელმა აჩვენა.
წლევანდელი სეზონის მანქანები ბევრი ტრასის რეკორდს დაამხობენ და სავარაუდოდ, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილები იქნებიან, რადგან 2021 წლიდან, ახალი რეგლამენტი მათ რამდენიმე წამით შეანელებს.
ორჯერ მოცურდა ტრასაზე მაქს ფერსტაპენი. საბოლოოდ, „რედ ბულის“ პილოტმა მეოთხე დრო აჩვენა.
მე-11 დრო ჰქონდა „ფერარის“ პილოტს შარლ ლეკლერს, თუმცა, საბოლოო ოქმში პოზიციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – გუნდები არ მუშაობენ სისწრაფეზე და სხვა ამოცანებს წყვეტენ. რეალურთან მიახლოებული მაჩვენებლები ტესტების მეორე კვირას დაფიქსირდება.
პირველი დღის შედეგები:
1. ჰემილტონი (მერსედესი) – 1:16.976 (94 წრე)
2. ბოტასი (მერსედესი) – +0.337 (79)
3. პერესი (რეისინგ პოინტი) – +0.389 (58)
4. ფერსტაპენი (რედ ბული) – +0.540 (168)
5. კვიატი (ალფა ტაური) – +0.722 (115)
6. საინსი (მაკლარენი) – +0.866 (161)
7. რიკარდო (რენო) – +0.897 (54)
8. ოკონი (რენო) – +1.028 (62)
9. რასელი (უილიამსი) – +1.192 (73)
10. სტროლი (რეისინგ პოინტი) – +1.306 (50)
11. ლეკლერი (ფერარი) – +1.313 (131)
12. რასელი (უილიამსი) – +1.406 (63)
13. კუბიცა (ალფა რომეო) – +1.410 (59)
14. მაგნუსენი (ჰაასი) – +1.490 (104)
15. ჯოვინაცი (ალფა რომეო) – +3.120 (78)