წინასასეზონო მატჩში „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ შანსი არ დაუტოვა
წინასასეზონო მატჩში „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ შანსი არ დაუტოვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად ეჯიბრებიან.

ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ ადგილობრივმა „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 126:93 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა. ჯეიმსის ანგარიშზე 18 ქულა და 11 გადაცემა იყო, დევისმა კი 8 ქულა, 10 მოხსნა და 8 გადაცემა დააგროვა.

18 ქულით დაასრულა მატჩი ევერი ბრედლიმ. „უორიორზის“ რიგებში 23 ქულით საუკეთესო დეანჯელო რასელი იყო.

შარლოტი – დეტროიტი 110:116
ნიუ იორკი – ატლანტა 96:100
ჰიუსტონი – სან ანტონიო 114:128
ოკლაჰომა – მემფისი 119:124
იუტა – პორტლენდი 118:126
საკრამენტო – მელბურნი 124:110

დატოვე კომენტარი