წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში - ქალთა ლიგა 2-ში ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT
წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში - ქალთა ლიგა 2-ში ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT

ქალთა ლიგა 2-ში ახალი, 2022 წლის სეზონი იწყება, რომლის წილისყრაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

2022 წლიდან ლიგაში გუნდების რაოდენობა 8-დან 11-მდე გაიზარდა. „ეძანს“ და „ელიტას“ ქალთა ლიგა 2-ში დებიუტი ექნებათ, ხოლო მთავარ ლიგაში აღზევებულ სოხუმის „დინამოს“ ლიგაში მეორე გუნდი წარმოადგენს.

ქალთა ლიგა 2-ის 2022 წლის სეზონის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება: „ბათუმი“, „ივერია“, „ფენიქსი“, „რაჭა“, „დიდგორი“, „ზარზმა“, „ქარიშხალა“, „ბახტრიონი“, სოხუმის „დინამო 2“, „ელიტა“, „ეძანი“.

ჩემპიონატი 15 მაისს დაიწყება და ორ წრედ ჩატარდება. გათამაშების გამარჯვებული ქალთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ქალთა ლიგა 2. პირველი ტური

„ელიტა“ – სოხუმის „დინამო 2“

„ქარიშხალა“ – „ეძანი

„რაჭა“ – „მცხეთა“

„ზარზმა“ – „ბათუმი“

„ბახტრიონი“ – „ივერია“

ქალთა ლიგის 2022 სეზონიდან ახალი ვებგვერდი womensleague.ge ამოქმედდა, სადაც გულშემატკივარი ინფორმაციას ქალთა ლიგის, ქალთა ლიგა 2-ის და ქალთა თასის გათამაშების შესახებ იხილავს.