წელს როლან გაროსის გამარჯვებულები 2.3 მილიონ ევროს მიიღებენ #1TVSPORT
წელს როლან გაროსის გამარჯვებულები 2.3 მილიონ ევროს მიიღებენ #1TVSPORT

2023 წელს საფრანგეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 49.6 მილიონ ევროს გაუტოლდება. შარშანდელთან შედარებით, ტურნირის საერთო ჰონორარი 12.3 პროცენტით გაიზარდა.

ამ სეზონში როლან გაროსის გამარჯვებულები მამაკაცთა და ქალთა ერთეულებში მიიღებენ 2.3 მილიონ ევროს (თითოეული).

საპრიზო თანხები რაუნდების მიხედვით:

I წრე – 69 ათასი

II წრე – 97 ათასი

III წრე – 142 ათასი

1/8-ფინალი – 240 ათასი

1/4-ფინალი – 400 ათასი

1/2-ფინალი – 630 ათასი

ფინალი – 1.15 მილიონი

2023 წელს როლან გაროსი 28 მაისიდან 11 ივნისამდე გაიმართება.