წელიწადნახევარში აზარის ფასმა 90 მილიონით დაიკლო
წელიწადნახევარში აზარის ფასმა 90 მილიონით დაიკლო

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ედენ აზარის მიმდინარე საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. 2019 წელს, „ჩელსიდან“ ესპანური გრანდის რიგებში გადასვლის მომენტში, ბელგიელი ფეხბურთელის ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენდა. ასე რომ, დაახლოებით წელიწადნახევარში აზარის ფასი 90 მილიონი ევროთი დაეცა.

„რეალშიì ჩატარებულ თავის პირველ სეზონში აზარმა ტერფის ძვლის მოტეხილობა მიიღო და ჯამში 20 მატჩი გამოტოვა. ამის შემდეგ, მას კიდევ ორი დაზიანება ჰქონდა და საბოლოოდ, „რეალის“ რიგებში მხოლოდ 22 მატჩის ჩატარება მოახერხა.