WBC-ის პრეზიდენტი - მეივეზერი არ უნდა დაბრუნდეს
WBC-ის პრეზიდენტი - მეივეზერი არ უნდა დაბრუნდეს

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტმა – მაურისიო სულეიმანიმ განაცხადა, რომ ფლოიდ მეივეზერმა, პროფესიულ კრისში დაბრუნების გამო, ჯანმრთელობითა და სიცოცხლით არ უნდა გარისკოს.

„ფლოიდის დაბრუნების შესახებ ყველა ლაპარაკობს. მომეწონა ის, თუ როგორ წავიდა მეივეზერი სპორტიდან. მან უჩვენა შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდა მოკრივეებს. ის წავიდა მაშინ, როცა მწვერვალზე იმყოფებოდა. თუ კრივში დაბრუნებას გადაწყვეტს, მაშინ სასწორზე ყველაფერს დადებს – რეკორდსაც და ჯანმრთელობასაც. ის ახალგაზრდაა, არ სჭირდება ფული, ჯანმრთელია, აქვს საკუთარი ბიზნესი, არის წარმატებული. მას უნდა ახსოვდეს, რომ კრივი – რისკია“ – განუცხადა ESPN-ს სულეიმანიმ.

მანამდე ცნობილი გახდა , რომ მეივეზერს მენი პაკიაოსთან სურს. ამ ბრძოლაზე მოლაპარაკებები ფილიპინელმა მოკრივემაც დაადასტურა.