WBC-მა ფიურისა და უაილდერის რევანში დაადასტურა
WBC-მა ფიურისა და უაილდერის რევანში დაადასტურა

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) წევრებმა ხმის მიცემის პროცედურა მოაწყვეს, რომლის შედეგადაც ერთხმად დაუჭირეს მხარი რევანშს მძიმეწონოსნებს – ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის.

უაილდერმა და ფიურიმ კრივს აჩუქეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ორთაბრძოლა და ახლა, ფანები მოუთმენლად ელოდებიან რევანშს. WBC ადასტურებს, რომ მატჩ-რევანში გაიმართება,“ – წერს WBC-ის ოფიციალური ვებგვერდი.​

უაილდერისა და ფიურის ბრძოლა 2 დეკემბერს გაიმართა. 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს იმის მიუხედავად, რომ უაილდერმა ორჯერ ნოკდაუნში ჩააგდო ფიური. WBC-ის საჩემპიონი ქამარი ამერიკელმა შეინარჩუნა.