Washington Post - ანკარაში ამტკიცებენ, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი აქვთ
Washington Post - ანკარაში ამტკიცებენ, რომ  ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი აქვთ

თურქეთის ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ ოფიციალურ ანკარას აქვს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ინფორმაციას გამოცემა Washington Post – ი ამერიკელ და თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერები ადასტურებს, რომ საუდის არაბეთის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ხაშოგი ორ ოქტომბერს საკონსულოში შესვლისთანავე დააკავეს, შემდეგ კი მოკლეს.

ჯამალ ხაშოგის საუდის არაბეთში ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორის პოსტი ეკავა. მრავალი წელი მუშაობდა ტელევიზიაშიც. ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო.