წარუმატებელი პირველი ტური „ქაირნს ქაფზე“ (Cairns Cup) - ძაგნიძე და ხოტენაშვილი დამარცხდნენ
წარუმატებელი პირველი ტური „ქაირნს ქაფზე“ (Cairns Cup) - ძაგნიძე და ხოტენაშვილი დამარცხდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში ქალთა დახურული ტურნირი „ქაირნს ქაფი“ (Cairns Cup) გრძელდება, სადაც ორი ქართველი დიდოსტატი – ნანა ძაგნიძე (2513) და ბელა ხოტენაშვილი(2491) ასპარეზობენ.

პირველი ტურის პარტიები ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებელად დასრულდა.

ძაგნიძემ ამერიკელ ირინა კრუშთან (2435), ხოლო ხოტენაშვილმა ვალენტინა გუნინასთან (2435) წააგო.

მეორე ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით ჰარიკა დრონავალს (2471) დაუპირისპირდება. ბელა ხოტენაშვილის მეტოქე კი ელიზაბეტ პეტცი (2435) იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ქალთა რეიტინგ-სიის 10 ლიდერი დიდოსტატი მონაწილეობს.