წარუმატებელი მეორე დღე ოსაკას გრანდ სლემზე
იაპონიაში მიმდინარე პრესტიჟულ გრანდ სლემის ტურნირზე, მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის კვლავ წარუმატებელი და ტრავმიანი გამოდგა.
73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტატამზე გამოსვლა ტრავმის გამო ვერ შესძლო.
81 კგ.-ს მერვედფინალში ნუგზარ ტატალაშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
მესამე ქართველი, რომელსაც დღეს უნდა ეასპარეზა, ზებედა რეხვიაშვილი იყო (81კგ.), მაგრამ ისიც ტრავმის გამო მოიხსნა ტურნირიდან.
ხვალ, 25 ნოემბერს, ოსაკას ტურნირის ბოლო დღეს, საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი დაიცავს – უშანგი მარგიანი (90კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)