წარსულში ცნობილი რუსი ჩოგბურთელი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

20:30, 19.10.2019

რუსეთში 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა და რუსი ჩოგბურთელი ალექსანდრ ვოლკოვი. გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლიზმი გახდა.

კარიერის განმავლობაში ვოლკოვმა მოიგო ATP-ის სამი ტურნირი ერთეულებში. მსოფლიო კლასიფიკაციაში მისი საუკეთესო შედეგი იყო – მე-14 ადგილი, რომელიც 1993 წლის აგვისტოში ეკავა.

იმავე წერს, რუსი აშშ-ის ღიას ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამ სეტში წააგო ამერიკელ პიტ სამპრასთან. ვოლკოვი ორჯერ (1994, 1995) დევისის თასის ფინალში გავიდა რუსეთის ნაკრებთან ერთად. პროფესიული კარიერა 1997 წელს დაასრულა.

2002 წლიდან რუსეთის ნაკრების მწვრთნელად მუშაობდა. ბოლო წლებში ჩოგბურთში ავარჯიშებდა ქალაქ კალინინგრადში.

მსგავსი