წარმატებული სტარტი უიმბლდონზე - ბასილაშვილმა როსოლი დაამარცხა #1TVSPORT
წარმატებული სტარტი უიმბლდონზე - ბასილაშვილმა როსოლი დაამარცხა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში 36 წლის ჩეხ ვეტერანს, ლუკაშ როსოლს დაუპირისპირდა.

ATP-ის დონეზე ეს სპორტსმენები ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ – 2016 წელს ავსტრიის კიტცბუელის ტურნირზე ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო (6:4, 7:6). ამავე წელს ბასილაშვილი და როსილი ერთმანეთს „ჩელენჯერშიც“ დაუპირისპირდნენ და ამ შემთხვევაში ჩეხმა სამ სეტში გაიმარჯვა – 7:6, 4:6, 7:6.

დღევანდელ მატჩს ქართველი ჩოგბურთელი ორჯერ აგებდა, რადგან პირველი და მესამე სეტი 6:7, 3:6 დათმო, მაგრამ თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა და ხუთ სეტში გაიმარჯვა- 3:2 (6:7, 7:6, 3:6, 6:3, 6:3)

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა და 1/32 ფინალში ფრანგ ქუენტინ ჰალისს შეხვდება – მატჩი 29 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი