წარმატებული სტარტი - საქართველომ რიგის თასზე ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT
წარმატებული სტარტი - საქართველომ რიგის თასზე ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე ტურნირზე, რიგის თასზე, პირველი მატჩი გამართა და ლიეტუვა 6:3 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ტაიმი სიმი საიოტის დუბლით და ირაკლი თოდუას გოლით 3:2 მოიგო. შესვენების შემდეგ, მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო, რადგან მთავარმა არბიტრმა გუნდის მეკარე ზვიად კუპატაძე 26-ე წუთზე მოედნიდან გააძევა.

ლიეტუველებმა წონასწორობა 32-ე წუთზე აღადგინეს 3:3. მაგრამ საიოტიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო გოლი კი, ვილიანის და შოთა თოფურიას ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს არბიტრმა მეტოქის ორი მოთამაშეც გააძევა, 38-ე წუთზე იუსტინას ზაგურსკასი და ბოლო წამებზე ბენას სპიეტინისი.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო. რიგაში მიმდინარე ტურნირის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

რიგის თასის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.