წარმატებული დასაწყისი - ქართული სამეულის „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
წარმატებული დასაწყისი - ქართული სამეულის „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, საგაზაფხულო ეტაპი კარგად დაიწყო – გუნდი სლოვაკეთის თასის მერვედფინალში ბანსკა-ბისტრიცას „დუკლას“ ესტუმრა, 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დააყენა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მხოლოდ 71-ე წუთზე წუთზე გამოჩნდა, რადგან თამაში მოყინულ მოედანზე ჩატარდა და ვაისმა კონფერენს ლიგის პლეი ოფამდე ქართველ შემტევს ტრავმის რისკი აარიდა.

სლოვანმა“ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როდესაც მალიკმა თავური დარტყმით გაიტანა – 0:1. ბრატისლაველებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ამის ნაცვლად შესვენებამდე ჰანესმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მეორე ტაიმში ბრატისლაველები გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე ჩავრიჩის მიერ გატანილი ბურთით მეოთხედფინალში გავიდნენ.

სლოვანი“ მეოთხედფინალში „შამორინს“ სტუმრად ეთამაშება. მატჩი 1 მარტს გაიმართება.