წარადგინეს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის თილისმები - ლოსი მეიპლი, იაგუარი ზაიუ და არწივი კლატჩი #1TVSPORT
წარადგინეს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის თილისმები - ლოსი მეიპლი, იაგუარი ზაიუ და არწივი კლატჩი #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) წარმოადგინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის თილისმები. ტურნირი სამ ქვეყანაში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

თილისმებად აირჩიეს ლოსი მეიპლი (კანადა), იაგუარი ზაიუ (მექსიკა) და თეთრთავა არწივი კლატჩი (აშშ). როგორც ფიფა-ს პრესსამსახური იტყობინება, თილისმები გამოხატავენ თავიანთი ქვეყნების კულტურას, მემკვიდრეობასა და სულს.

„მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი უფრო დიდი და მხიარული გახდა! მეიპლი, ზაიუ და კლატჩი აღსავსენი არიან მხიარულებით, ენერგიითა და ერთიანობით, როგორც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 ნაკრები.