წამყვან საფეხბურთო ლიგებში ქართული ლეგიონისთვის ტური უიღბლოდ დასრულდა #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერების გუნდებისთვის წამყვან საფეხბურთო ლიგებში გამართული შეხვედრები უიღბლო გამოდგა – ყველა მათგანი დამარცხდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ „ტულუზას“ ესტუმრა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების შემტევმა 76 წუთი ითამაშა და საგოლე შეტევა წამოიწყო.
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლიმ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და ადამსის (70) მიერ მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლით 0:1 დამარცხდა. საზონოვი ტრავმირებულია, გოგლიჩიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.
ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა გამოტოვა გიორგი მამარდაშვილმა, რომლის „ვალენსია“ „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 0:1. საქართველოს ნაკრების მეკარე ტრავმირებულია და ახალ წლამდე ვერ ითამაშებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენი“ (13 ქულა) მე-16 ადგილზე დაქვეითდა, „ემპოლი“ (19) წაგების მიუხედავად მე-10 პოზიციაზე დარჩა, ხოლო „ვალენსიამ“ (10) ბოლო, მე-20 ადგილზეა.