წაიშლება ყველა შეურაცხმყოფელი და აგრესიული პოსტი - უეფა სოციალურ მედიაში ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს #1TVSPORT
წაიშლება ყველა შეურაცხმყოფელი და აგრესიული პოსტი - უეფა სოციალურ მედიაში ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს #1TVSPORT

ინგლისში ევროპის ქალთა ჩემპიონატის (6 ივლისი) დაწყებასთან ერთად, უეფა-მ (ევროპის საფეხბურთო კავშირი) სოციალურ ქსელებში ბულინგისა და შევიწროების წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო. კამპანია მიზნად ისახავს მოთამაშეებზე, მწვრთნელებსა და ფეხბურთის ოფიციალურ პირებზე კიბერბულინგის დამანგრეველი შედეგების პრევენციას.

„ფანები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, როგორ აირიდონ ასეთი ქცევა. კიბერბულინგი ტოვებს დიდ კვალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვერპლი ფსიქიკურად არასტაბილურია. როცა რაღაცას წერ სოციალურ ქსელებში, წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად მტკივნეულია და რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს“, – ნათქვამია უეფა-ს კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

კამპანიას ხელმძღვანელობს საფრანგეთის წარმომადგენელი ვენდი რენარდოვა, იტალიის ევროპის ჩემპიონ ჟორჟინოსთან ერთად, შვეიცარიის წარმომადგენელ ალისია ლემანის მხარდაჭერით.

კამპანიის ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც თავდაპირველად სამი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი, არის ახალი პლატფორმა პროაქტიული მონიტორინგის, მოხსენებისა და დახმარებისთვის კიბერბულინგისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე.

უეფა-ს შეხედულებისამებრ, წაიშლება ყველა შეურაცხმყოფელი და აგრესიული პოსტი ორგანიზაციის ძირითადი პლატფორმებიდან, როგორიცაა ტვიტერი, ტიკ-ტოკი და მეტა, რომლებსაც ინსტაგრამი და ფეისბუკი ფლობენ.

დატოვე კომენტარი