წაგებულ მატჩში საუკეთესო იყო - კვეკვესკირი InStat–მა აღიარა #1TVSPORT
წაგებულ მატჩში საუკეთესო იყო - კვეკვესკირი InStat–მა აღიარა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა და პოზნანისლეხმა“ პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა „იაგელონიასთან“ ჩაატარეს და მინიმნალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბელოსტოკში გამართული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 71-ე წუთზე პოზნანელთა კარი „იაგელონიას“ ესპანელმა ნახევარმცველმა ჯესუს იმაზმა აიღო და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

პოზნანისლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. ამის მიუხედავად, InStat–ის მიხედვით, პოზნანელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ქართველ ნახევარმცველს აღმოაჩნდა – 267.

InStat–ის პროგრამა თამაშის დროს მოთამაშეთა სტატისტიკური მონაცემების ჯამია, რომელიც ასახავს, ვინ უფრო ეფექტურია. ამ ჯამურ მაჩვენებლებში შედის ორთაბრძოლები, გადაცემები, სპრინტები, გადაცემების ჩაჭრა და ა.შ.

ამავე დროს, კვეკვესკირს პოზნანისლეხის“ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა მატჩის დროს დაფარული კილომეტრების მიხედვით – საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ბელესტოკის სტადიონზე 7,64 კმ გაირბინა, რაც გუნდში მე-10 მაჩვენებელია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა კვეკვესკირმა 35 წუთი არ ითამაშა, ეს გასაკვირი არაა.

პოზნანისლეხს“ პოლონეთის ჩემპიონატში 9 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და ექსტრაკლასას ლიდერია.