წაგების მიუხედავად, „ვალენსიაში“ საუკეთესო იყო - „რეალთან“ მამარდაშვილი გამოარჩიეს [ვიდეო] #1TVSPORT
წაგების მიუხედავად, „ვალენსიაში“ საუკეთესო იყო - „რეალთან“ მამარდაშვილი გამოარჩიეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან“ (0:2) „ვალენსიაში“ საუკეთესო ქულები დაიმსახურა – ასეთია ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის საერთაშორისო პორტალ whoscored-ის შეფასება.

„ვალენსიამ“ სამეფო კლუბთან მხოლოდ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა. წაგების მიუხედავად, სტუმრებში გამორჩეული ფიგურა მაინც იყო – ქართველი მეკარე, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამოცდა ჩააბარა.

რომ არა მამარდაშვილი, „ვალენსია“ უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა. მან გუნდი ხუთჯერ აშკარა გოლს გადაარჩინა და საერთაშორისო პორტალმა მისი თამაში 6,9 ქულით შეაფასა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ ბურთი მე-4 წუთზე პირისპირ დარჩენილ მარკო ასენსიოს აუღო, 28-ე წუთზე კი ვინისიუსის დარტყმაზეც შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

მამარდაშვილმა თავი მეორე ნახევარშიც გამოიჩინა – 74-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს დარტყმა მოიგერია და შემდეგ დამატებაზეც საიმედოდ ითამაშა, 90-ე წუთზე კი საჯარიმოდან როდრიგოს უძლიერეს გასროლაზე ბურთი კუთხურზე მოიგერია.