წაგება პირველ მატჩში - „შუქურა“ უკრაინელებთან დამარცხდა #1TVSPORT
წაგება პირველ მატჩში - „შუქურა“ უკრაინელებთან დამარცხდა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფი ქობულეთის „შუქურა“ პირველ ტესტ-მატჩში „ლვივს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ლვოვის „ლვივი“, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში ასპარეზობს, თამაშის მიწურულს, შეხვედრის 87-ე წუთზე დაწინაურდა.

ქობულეთის „შუქურამ“ მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:

1 ტაიმი: ლუკა ხარატიშვილი, მიხეილ ავალიანი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, ირაკლი კომახიძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ჯანელიძე, ბექა ვარშანიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ზურაბ მუსელიანი.

2 ტაიმი: ლუკა ხარატიშვილი, ალეკო ანანიძე, დავით სამსონია, მიხეილ ავალიანი, რომან ჩაჩუა, კახაბერ კაკაშვილი, საბა ჯინჭარაძე, მირზა ფარტენაძე, ნიკო ღლონტი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე.

რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები მეორე ტესტ-მატჩს ოთხ დღეში გამართავენ – ქობულეთის „შუქურა“ 11 თებერვალს ჩეხეთის „ვიშკოვს“ დაუპირისპირდება.