ვწუხვარ, რომ სახეში ვერ მოვარტყი - ნეიმარმა „მარსელთან“ მატჩის დროს მომხდარ ჩხუბზე ილაპარაკა
ვწუხვარ, რომ სახეში ვერ მოვარტყი - ნეიმარმა „მარსელთან“ მატჩის დროს მომხდარ ჩხუბზე ილაპარაკა

„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ნეიმარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის ბოლოს მომხდარ ეპიზოდს. ჩხუბის დროს, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, ბრაზილიელმა თავში მუშტი დაარტყა „მარსელის“ მცველს ალვარო გონსალესს, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს.

„ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ ის არის, რომ სახეში ვერ მოვარტყი ამ …“, – დაწერა „ტვიტერში“ ნეიმარმა მატჩის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ.

მინდვრიდან გასვლისას, ბრაზილიელმა მეოთხე არბიტრს ანიშნა, რომ „მარსელის“ ერთ-ერთმა მოთამაშემ მას „ბინძური მაიმუნი“ უწოდა და ნეიმარმა ამის გამო ჩართო საქმეში მუშტები.

მატჩი ძალიან უხეში და სკანდალური გამოვიდა: ჯამში არბიტრმა 14 ყვითელი და ხუთი წითელი ბარათი იხმარა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ პირველად წააგო „მარსელთან“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.

სეზონის პირველ ორ მატჩში პარიზელებმა ქულა ვერ აიღეს და გოლი ვერ გაიტანეს და მე-18 ადგილზეა არიან გათამაშების ცხრილში.

დატოვე კომენტარი