ვუსურვებ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს - „ჯვაროსნების“ ყოფილმა მწვრთნელმა „ნაპოლის“ ვარსკვლავზე ისაუბრა #1TVSPORT
ვუსურვებ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს - „ჯვაროსნების“ ყოფილმა მწვრთნელმა „ნაპოლის“ ვარსკვლავზე ისაუბრა #1TVSPORT

კახა ცხადაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სეზონზე გააკეთა. ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მთავარის მწვრთნელის თქმით, ის ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტი“-„ნაპოლის“ თამაშზე მიიწვიეს.

„ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლისთან“ თამაშზე ჩემი ყოფილი კლუბის, „აინტრახტის“ ხელმძღვანელობამ ნამდვილად დამპატიჟა. მაქვს საშუალება, წავიდე. ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდი კარგ ფორმაშია.

აინტრახტი“ კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო „ნაპოლი“ შესანიშნავ ფორმაშია. მისი სელექციით ყველა განცვიფრებულია. სპორტულმა დირექტორმა და მწვრთნელმა მაღალ დონეზე იმუშავეს და უცნობი მოთამაშეები მიიწვიეს, რომლებზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

რა თქმა უნდა, „აინტრახტში“ ვთამაშობდი და ჩემი კლუბია, მაგრამ, როგორც ყველა ქართველი, მე კვარაცხელიას გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს – ხვიჩას სწორედ ამას ვუსურვებ.

ჩემი აზრით, „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეუძლია. მთავარია, იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე რესურსებს როგორ გადაანაწილებენ“, – ამბობს კახა ცხადაძე.