„ვორსკლას“ წიტაიშვილის დაბრუნება სურს #1TVSPORT
„ვორსკლას“ წიტაიშვილის დაბრუნება სურს #1TVSPORT

პოლტავასვორსკლას“ ვიცე-პრეზიდენტმა ოლეგ ლისაკმა განაცხადა, რომ კლუბი აპირებს შეინარჩუნოს შემადგენლობა. უკრაინული მედიის ცნობით სასურველი ფეხბურთელების სიაში გიორგი წიტაიშვილიცაა, რომელიც გასულ სეზონში კიევის „დინამოდან“ იჯარით დაიმატეს.

„დრო გვიჩვენებს, შეგვიძლია თუ არა მოთამაშეთა შენარჩუნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავძლიერდეთ და ვიბრძოლოთ როგორც ჩემპიონატში, ასევე კონფერენციების ლიგაში“, – თქვა ლისაკმა.

ვორსკლას“ ვიცე-პრეზიდენტის კომენტარზე გამოცემა „ფუტბოლნიუსმა“ საკუთარი ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ვორსკლას“ წიტაიშვილის შენარჩუნება სურს:

პოლტაველებს სურთ კიევის „დინამოს“ ნახევარმცველის გიორგი წიტაიშვილის დატოვება, თუკი მოთამაშე კიევურ გუნდში შეკრების შემდეგ დედაქალაქში არ დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ პოლტავის „ვორსკლამ“ კიევის „დინამოდან“ 6-თვიანი იჯარით დაიმატა, რომლის ვადაც დასრულდა და საქართველოს ნაკრების შემტევი კიეველებს დაუბრუნდა.