„ვორსკლამ“ „დილასთან“ მატჩამდე ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„ვორსკლამ“ „დილასთან“ მატჩამდე ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

პოლტავის „ვორსკლამ“ გორის „დილასთან“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე ბრაზილიელი მოთამაშე დაიმატა – ინფორმაციას უკრაინული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გუნდს ერთწლიან იჯარაზე ბრაზილიელი მარცხენა შემტევი ტიაგინიო (ტიაგო როზა და კუნია) შეუთანხმდა. 20 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი ბრაზილიური „გუარან დე პალოზა“ იყო. ახალწვეულმა კლუბში ადაპტაცია შეკრების დროს გაიარა და მზად არის ახალი კარიერული გამოწვევებისთვის. ტიაგინიომ სათამაშოდ 20-ნომრიანი მაისურა აირჩია“, – წერია კლუბის განცხადებაში.

პოლტაველებმა ახალგაზრდა მოთამაშე ბრაზილიის ქვედა დივიზიონის კლუბში აღმოაჩინეს და იმედოვნებენ, რომ გუნდს გააძლიერებს და უკრაინის ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის.

ბრაზილიელი ფორვარდი „ვორსკლას“ „დილასთან“ ვერ დაეხმარება, რადგან უეფა-ს განაცხადში მისი შეყვანა ვერ მოესწრო.

„დილა“ „ვორსკლას“ გორში, „ბურჯანაძე არენაზე“ 3 აგვისტოს, 21:00 საათზე უმასპინძლებს. უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გორელები კვიპროსის აპოელ-სა და სერბეთის „ვოივოდინას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.