ვორონინი - ჩემს დროს „ლივერპული“ უფრო ვარსკვლავური იყო
ვორონინი - ჩემს დროს „ლივერპული“ უფრო ვარსკვლავური იყო

„ლივერპულისა“ და უკრაინის ნაკრების ფორვარდმა ანდრეი ვორონინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავისი ყოფილი გუნდის შანსებზე რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ ისაუბრა.

„მეშინია, ორმა ინგლისურმა კლუბმა ერთი ჩვეულებრივი პრემიერლიგის მატჩი არ ჩაატაროს. ამიტომაც, „აიაქსის“ ფინალში ხილვა ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. ის „ლივერპული“, რომელშიც მე ვასპარეზობდი, ბევრად ვარსკვლავური კლუბი იყო. ჩვენთან გამოდიოდნენ ჩაბი ალონსო, ჯერარდი, მასკერანო, რობი კინი, დირკ კუიტი და სხვა ძალიან ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ტიტულები ჩვენ მაინც ვერ მოვიგეთ. რაც შეეხება დღევანდელ ფინალს, ჩემი აზრით „ლივერპული“ გაანადგურებს „ტოტენჰემს“ ანგარიშით 3:0. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ლონდონელები წინ წავლენ, ხოლო „ლივერპული“ თავისი შესანიშნავი კონტრშეტევების წყალობით კიდევ ორ ბურთს გაიტანს.